Saturday, September 24, 2016

ტრენინგის მე-7 დღე


      ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის  გახსენებით. განვიხილეთ  კოლეგების ნაშრომები-გაზეთის შაბლონი-
  ახალი მასალა იყო- შეფასება.გავიმეორეთ შეფასების სტრატეგიები და მიზნები.
     განვიხილე მოდული5 აქტივობა 1    .გადავედი მითითებულ მისამართზე -შეფასების სტრატეგიები.
   განვიხილე ეს სტრატეგიები ცალ-ცალკე;
   1. მოსწავლის  წინარე ცოდნის დადგენა;
   .შეფასების მეთოდი მასწავლებელს დაეხმარება,მოსწავლის არასწორი შეხედულებების გამოსწორებაში:
 2.თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარი-ეს გამოიყენება თვითრეგულირებადი უნარის წასახალისებლად.
3. პროგრესის მონიტორინგი-ეს მეთოდი ეხმარება მასწავლებელსა და მოსწავლეს  პროექტის მსვლელობისას დროის კონცენტრირებაში:
 4.მეტაშემეცნებითი სტრატეგია-მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს სწორი გზის გაგნებაში.
  5.ხარისხის დაა გაგების სტრატეგია-ეს გამოიყენება პროექტის დასრულებისას ,მოსწავლის გაგებისა და უნარის შესამოწმებლად.
    ვფიქრობ რომ განხილული მასალა მარტლაც საინტერესოა  და დიდი რესურსია  ჩემთვის როგორც პედაგოგისთვის,რომელსაც ვფიქრობ ,აუცილებლად დავნერგავ და გამოვიკენებ ჩემს მუშაობაში.

No comments:

Post a Comment